saqarTvelos myinvarebi - safriWis myinvari

ტერიტორიული ერთეული გულრიფშის მუნიციპალიტეტი
ქედი აფხაზეთის კავკასიონი
კოორდინატები 43°13`00` ჩ. გ. 41°41`00` ა. გ.
ტიპი კარულ-ხეობური
სიგრძე 2,4 კმ
ფართობი 3,2 კმ²
ზღვის დონიდან 3130 მ

 

მყინვარი აფხაზეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩხალთის (კოდორის მარჯვენა შენაკადი) აუზში. სიგრძე 2,4 კმ, ფართობი - 3,2 კმ². მყინვარის ენა ეშვება ზღვის დონიდან 3130 მ-ზე. საზრდოობს მწვერვალების საფრიჭისა და მის დასავლეთის მდებარე უსახელო მწვერვალების კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით.

მყინვარული ენიდან გამოედინება მდინარე ჯესარა.